დღეს, 17 დეკემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია იხსენებს წმინდა დიდმოწამე ბარბარეს
ქრისტიანობისთვის თავდადებულ ქალწულმოწამეს. ამ დღეს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება სრულდება.
წმინდა ბარბარე განსაკუთრებით ცნობილია, როგორც ბავშვების მფარველი წმინდანი. ამ დღეს მორწმუნეები ლოცვით ევედრებიან მას შვილების ჯანმრთელობასა და მშვიდ მომავალს.
📖 საეკლესიო გადმოცემის თანახმად, წმინდა ბარბარე დაიბადა ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში. იგი ფარულად მოექცა ქრისტიანობაზე, რის გამოც სასტიკი დევნა და წამება გადაიტანა. მრავალდღიანი ტანჯვის შემდეგ წმინდანი მოწამეობრივად აღესრულა – მისი სიკვდილით დასჯა თავად მამამ განახორციელა.
🙏 წმინდა დიდმოწამე ბარბარეს მეოხებით, უფალმა დაიფაროს თითოეული ოჯახი და განსაკუთრებით ბავშვები.