უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ პოეტ ტარიელ ხარხელაურს საპატრიარქოს სიგელი გადასცა

15 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, გამოჩენილი ქართველი პოეტი ტარიელ ხარხელაური მიიღო.
მისმა უწმინდესობამ ბატონ ტარიელს დაბადებიდან 80 წლის იუბილე მიულოცა, დალოცა იგი და მისი ოჯახი და დღეგრძელობა უსურვა.


ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის ტარიელ ხარხელაურს საპატრიარქო სიგელი გადაეცა.
