ცოფის შემთხვევა მარტვილის მუნიციპალიტეტში – მოსახლეობას მედიკოსებთან მიმართვისკენ მოუწოდებენ
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით -14 აპრილს, ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ უპატრონო ძაღლს, რომელიც იზოლაციაში დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, ლაბორატორიულად დაუდასტურდა ცოფი (გამოცდის ოქმი #2465).
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უკვე აცნობა შესაბამის უწყებებს და დაიწყო სალიკვიდაციო ღონისძიებები:
- დაავადების კერაში გამოცხადდა კარანტინი
- ჩატარდა დეზინფექცია, მათ შორის თავშესაფარში
- მიმდინარეობს ცხოველების ვაქცინაცია და მათზე ზედამხედველობა
📣 სააგენტო მოუწოდებს ყველას, ვისაც კონტაქტი ჰქონდა საეჭვო ძაღლთან მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში („ორი ნაბიჯის“ მიმდებარე ტერიტორიაზე), დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას ვაქცინაციისთვის და დაუკავშირდნენ შესაბამის სამსახურს.