კვების ობიექტებში პლასტიკის ბოთლებით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება – რეგულაცია 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, პლასტმასის ერთჯერადი გამოყენების პროდუქტებზე შეზღუდვები ეტაპობრივად მკაცრდება.
2026 წლის 1 აპრილიდან უკვე აკრძალულია პლასტმასის ჭურჭლისა და ერთჯერადი პროდუქტების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია, ასევე სახელმწიფო შესყიდვებში მათი გამოყენება.
2026 წლის 1 ივლისიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლისთვის საკვებისა და სასმლის პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლით მიწოდება, მათ შორის პლასტმასის ბოთლებით.
2031 წლის 1 თებერვლიდან კი აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსება (გარდა ექსპორტისა და გარკვეული გამონაკლისებისა).