მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, თავმჯდომარის – ამირან გიორგაძის ხელმძღვანელობით, მორიგი სხდომა გამართა

სხდომის დაწყებამდე ამირან გიორგაძემ მოსახლეობას დედაენის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ქართული ენა წარმოადგენს სახელმწიფოს იდენტობის, თვითმყოფადობისა და ერთიანობის სიმბოლოს.

საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში 5 საკითხი იყო წარმოდგენილი, რომლებიც დეპუტატებმა სრულად განიხილეს და ყველა მათგანს დადებითად დაუჭირეს მხარი. მიღებულ გადაწყვეტილებებს შორის აღსანიშნავია:

  • სოციალურად დაუცველი მოსახლეობის (100 000-მდე სარეიტინგო ქულით) მხარდაჭერა – მათთვის 0,5 ჰექტრამდე მიწის უფასოდ დამუშავება;
  • სტიქიური მოვლენების პრევენციის მიზნით მდინარე ალგეთი-ზე ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება.

2026 წლის 14 აპრილის სხდომას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რიჩარდ გიგანი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, აპარატის თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading