მარნეულის კულტურის ცენტრის წარმომადგენლებმა კონკურს-ფესტივალ „სხვა საქართველო სად არის“ წარმატებით იასპარეზეს

23 ივნისს, მარნეულის კულტურის სახლის სცენაზე ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალ „სხვა საქართველო სად არის“-ის გალა კონცერტი გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ხალხური სიმღერის ანსამბლი და ბავშვთა ვოკალური სტუდიის სოლისტები – ანდრია მიშველიძე, ელენე ბაბილოძე და ლიზი მიშველიძე.

მონაწილეებმა სხვადასხვა ნომინაციაში წარმატებით იასპარეზეს და საპრიზო ადგილები დაიკავეს.

ფოლკლორული გუნდების ნომინაციაში „საუკეთესო დებიუტის“ ჯილდო მარნეულის კულტურის ცენტრის ხალხური სიმღერის ანსამბლს გადაეცა. ანსამბლის პედაგოგია თორნიკე სადაღაშვილი.

სოლო სიმღერის პირველი ასაკობრივი კატეგორიის (6-9 წელი) ნომინაციაში მეორე ადგილი ლიზი მიშველიძემ მოიპოვა. მისი პედაგოგია მაია ჯამალაშვილი.

სოლო სიმღერის მეორე ასაკობრივი კატეგორიის (10-13 წელი) ნომინაციაში პირველი ადგილი ანდრია მიშველიძეს ერგო, ხოლო მესამე ადგილი ელენე ბაბილოძემ დაიკავა. ორივე კონკურსანტის პედაგოგია მაია ჯამალაშვილი.

ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალის „სხვა საქართველო სად არის“ ორგანიზატორი და ინიციატორია ააიპ „დემოსი“. ფესტივალის მთავარი მიზანია ქართული ტრადიციული სასიმღერო კულტურის შესწავლა, პოპულარიზაცია და მისი გაცნობა როგორც ქართველი, ისე საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოზარდებში.

მარნეულის კულტურის ცენტრის წარმომადგენელთა წარმატებული გამოსვლა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ახალგაზრდებში ქართული სიმღერისა და ფოლკლორისადმი ინტერესის ზრდასა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მნიშვნელობას.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading