გარდაბანში მოსახლეობა საცხოვრებელი სახლების პრივატიზებას ითხოვს
31 ივლისს გამართულ გარდაბნის საკრებულოს გეგმურ სხდომას დ. აღმაშენებლის ქ. №99ა-ს მაცხოვრებლები დაესწრნენ. ადგილობრივებმა საკრებულოს საცხოვრებელი სახლების პრივატიზების ფორმით გადაცემის თხოვნით მიმართეს.
საკრებულოს თავმჯდომარემ, მიხეილ გედეხაურმა განმარტა, რომ აღნიშნული შენობა-ნაგებობა სახელმწიფოს საკუთრებაშია და მუნიციპალიტეტს არ აქვს მისი განკარგვის უფლება. მიუხედავად ამისა, მან მოსახლეობას მხარდაჭერა აღუთქვა და განაცხადა, რომ გამოიყენებს ყველა მის ხელთ არსებულ რესურსს პრობლემის გადასაჭრელად.
