სარფის საბაჟოზე არადეკლარირებული ოქრო და თანხა აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე სამართალდარღვევის ფაქტი აღიკვეთა.

მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე შემოწმებისას უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანიდან არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (89.03 გრამი) და დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა (85 350 რუსული რუბლი და 20 750 ევრო) ამოიღეს.

არადეკლარირებული ოქროს საბაჟო ღირებულება 15 223 ლარს, ხოლო თანხის ექვივალენტი — 66 502 ლარს შეადგენს.

საქმეზე მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading