გარდაბნის საკრებულოს სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს და დაამტკიცეს

31 ივლისს, 13:00 საათზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, მიხეილ გედეხაურის ხელმძღვანელობით, საკრებულოს გეგმური სხდომა გაიმართა.

სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და დადებითად გადაწყვიტეს. მათ შორის იყო მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებული ცვლილება, სოფელ ზემო თელეთსა და სოფელ გამარჯვებაში უსახელო ქუჩებისა და გეოგრაფიული ობიექტების დასახელება, წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების დაჯილდოება, ასევე საკრებულოს წევრების ხარჯების ანაზღაურება.

სხდომას გარდაბნის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი შალვა გურულიშვილი და მერის მოადგილე ლევან ხმალაძე ესწრებოდნენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading