„რუსთავის ფოლადის“ ნარჩენების დამუშავების პროექტზე საჯარო განხილვა 10 სექტემბერს გაიმართება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა გამოაქვეყნა შპს „რუსთავის ფოლადის“ დაგეგმილი პროექტის — 100 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენის განთავსება-დამუშავების — გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში.

საჯარო განხილვა გაიმართება 2025 წლის 10 სექტემბერს, 12:00 საათზე, რუსთავის მერიის შენობაში (კოსტავას ქ. N20). შეხვედრა ღიაა და მონაწილეობის უფლება საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს აქვს. ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge.

პროექტთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნების და მოსაზრებების წარდგენა შესაძლებელია 2025 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150

🔗 დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://ei.gov.ge/…/79d7eeef-3ec3-45a7-992a-b4f283deff1b

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading