ქვეითებისთვის ჯარიმები გამკაცრდა
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ქვეითების პასუხისმგებლობა გამკაცრდა – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებები უკვე ძალაშია.
ახალი რეგულაციით, თუ ფეხით მოსიარულე ქუჩას გადაკვეთს ზებრა გადასასვლელის გარეშე ან არ დაემორჩილება შუქნიშანს, 50-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება. ანალოგიური სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 100 ლარამდე იზრდება.
ავტომაგისტრალებზე ქვეითების მიერ საგზაო წესების დარღვევა უფრო მკაცრად ჯარიმდება -პირველ ჯერზე 100 ლარი, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 200 ლარი.