გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სოფლის განვითარების სააგენტო – Rural Development Agency-ს ახალი დირექტორი გიორგი დარჩია უწყების თანამშრომლებს წარუდგინა

გიორგი დარჩიას აქვს საფინანსო ორგანიზაციებში მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე დანიშვნამდე გიორგი დარჩია იყო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური ინოვაციების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე.

აღმასრულებელი მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა ავღანეთში ქ. ქაბულში, ამერიკულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში „Land O’Lakes”, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა სასოფლო-სამეურნეო პროექტებში.

იგი სხვადასხვა დროს მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სსიპ „აწარმოე საქართველოში“.

გიორგი დარჩიას განათლება მიღებული აქვს აშშ-ში, ლინკოლნის უნივერსიტეტში, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.

ყველა რეაქცია:

2525

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading