ღეიდან, საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის „ბაკურიანი 2025“-ის მშვიდობის ცეცხლი იწყებს მოგზაურობას

„ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მშვიდობის ცეცხლი იტალიის დედაქალაქში, რომში სიმბოლურ ცერემონიაზე აინთო.

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “ბაკურიანი – 2025” 9-16 თებერვალს გაიმართება და სპორტის რვა სახეობაში ჩატარდება, რომელსაც სპეციალურად, ფესტივალისთვის ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში მოწყობილი თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა უმასპინძლებს.

ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა საქართველო ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს და ამით ევროპაში მერვე ქვეყანა გახდება, რომელსაც ჩატარებული ექნება როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი.

ფესტივალის განმავლობაში, საქართველოს 2000 სტუმარზე მეტი და 1000-მდე სპორტსმენი ესტუმრება, რომლებიც, საუკეთესოს წოდების მოსაპოვებლად, ერთმანეთს ზამთრის სპორტის 8 სახეობაში შეეჯიბრებიან.

ბაკურიანი 2025 ის მასპინძლობა, განსაკუთრებულ როლს ითამაშებს ქვეყანაში ზამთრის ტურიზმისა და ზამთრის სპორტის სახეობების განვითარების კუთხით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში,რომელსაც ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading