მარნეულის მერია – მუნიციპალიტეტმა „ახალი წლის დღეები“ უმასპინძლა

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საშობაო ბაზრობა, მერიის მიმდებარედ განთავსდა საახალწლო სახლები, დეკორატიული ფოტოზონები და საახალწლო ინსტალაციები.

სპეციალურად მოწყობილ საბავშვო გასართობ სივრცეებში დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობა მიმდინარეობდა. პატარებს თოვლის პაპამ საჩუქრები დაურიგა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ზაურ დარგალმა და საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძემ შეკრებილ მოქალაქეებს სცენიდან მიმართეს და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.

საღამო ქართული ესტრადის შემსრულებლების კონცერტით, ადგილობრივი DJ-ის მუსიკალური კომპოზიციებითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading