თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია 2 უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩატარებული ბარგის შემოწმებისას ამოღებულია 1 კგ და 200 გრამი მარიხუანა და 91 ელექტროსიგარეტი, რომლებიც ნარკოტიკული ნივთიერების შემცველ სითხეს შეიცავდა.

🔍 გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading