თბილისში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის მომზადების და რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით 1997 წელს დაბადებული ფ.კ. დააკავეს.

დანაშაულები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას და მის მიერ მითითებული ადგილებიდან, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს შემდგომი რეალიზაციის მიზნით დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ — 5 შეკვრა, ასევე სხვა შესაბამისი მტკიცებულებები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 18-260^3 მუხლის მე-5 ნაწილით, ასევე, 19-260^3 მუხლის მე-5 და მე-4 ნაწილებით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading