საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 1998 წელს დაბადებულმა ჩ.გ.-მ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით უკანონოდ გადმოკვეთა. სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისი-მარნეულის გზაზე დააკავეს, ავტომობილით გადაადგილების დროს.
დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება აღნიშნული მუხლით გრძელდება.