მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური კონტროლის შედეგად 13 უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს.

მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეამოწმეს კონკრეტული ლოკაციები, რომლის მიზანიც იყო საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა.

კომპლექსური ღონისძიების შედეგად დაკავებულია 13 უცხო ქვეყნის მოქალაქე, მათ შორის — იორდანიის, ეგვიპტის, პაკისტანის, ინდოეთისა და თურქეთის მოქალაქეები. დადგენილია, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით.

ამჟამად დაკავებულები მოთავსებულნი არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში და მიმდინარეობს მათი ქვეყნიდან გაძევების პროცედურები.

მიგრაციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ მსგავსი სპეციალური კონტროლის ღონისძიებები რეგულარულად ჩატარდება, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს კანონმდებლობის ეფექტიანი აღსრულება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading