თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი უკრაინის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ორი უკრაინის მოქალაქე – 2000 წელს დაბადებული ა.კ. და 1995 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს.

დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“, ასევე მცირე ზომის ელექტრო სასწორი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading