მარნეულის სპორტული სკოლის უშუს მწვრთნელმა კვალიფიკაციის ასამაღლებელ სემინარში მიიღო მონაწილეობა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის მხარდაჭერით, უშუს მწვრთნელმა მუშფიგ ალიევმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებულ კვალიფიკაციის ასამაღლებელ სემინარში, რომელიც 2025 წლის 23 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით ქალაქ ქობულეთში გაიმართა.

სემინარში მონაწილეობდნენ რეგიონული ფედერაციებისა და კლუბების წარმომადგენლები. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა უშუს მწვრთნელთა პროფესიული უნარების გაუმჯობესება და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციის ხელშეწყობა მარნეულის მუნიციპალიტეტში.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის განცხადებით, მწვრთნელების პროფესიული განვითარება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading