საქართველოს სოფტბოლის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის თასზე უკრაინა დაამარცხა

იტალიაში მიმდინარე ევროპის „მასიმო რომეოს“ თასის გათამაშების ფარგლებში, საქართველოს სოფტბოლის ახალგაზრდულმა ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენებმა უკრაინის ნაკრები ანგარიშით 4:3 დაამარცხეს.

შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა საქართველოს გუნდმა უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა და ტურნირი გამარჯვებით დაიწყო.

ჯგუფური ეტაპის მომდევნო მატჩებში საქართველოს სოფტბოლის ახალგაზრდული ნაკრები ხორვატიისა და ჩეხეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading