დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა,დამწყებ და მოქმედ გიდებს სერტიფიკატები გადასცა

..დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, ტურიზმის აკადემია ,,ნიუკას” ხელმძღვანელთან, ქეთევან მელაძესთან ერთად მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დამწყებ და მოქმედ გიდებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კულტურული ტურიზმის გიდის და პიროვნული ზრდის 2 კვირიანი პროგრამა, სერტიფიკატები გადასცა.

სასერტიფიკატო პროგრამის თემატიკა იყო გიდის პროფესიული უნარები WFTGA-ს
ნორმების მიხედვით, პიროვნული ზრდის, დროის მენეჯმენტის, ტურის დაგეგმარების, რეგიონისათვის აქტუალური ტურისტული რესურსების მოდულები და ქოუჩინგი.

ტრენინგი გაიმართა, ტურიზმის აკადემია ,,ნიუკას” ორგანიზებით და მუნიციპალიტეტისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფინანსური მხარდაჭერით.”-აღნიშნულია განცხადებაში,რომელსაც დმანისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading