რუსთავში მოდებაძის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ცრუსთავში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი – მოდებაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე, 21,000 კვ.მ-ზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს, რაც ქუჩის მოდერნიზაციის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია.

სატრანსპორტო თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ქუჩის სარეაბილიტაციო ზონის საერთო ფართობი 32,000 კვადრატული მეტრია. გზის გამძლეობისა და ექსპლუატაციის ვადის მაქსიმალურად გასაზრდელად პროექტი სამფენიან ასფალტის საფარს ითვალისწინებს.

📌 პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია:

  • ახალი ტროტუარებისა და ველობილიკების მოწყობა
  • მწვანე ზონების, სარწყავი და სანიაღვრე ქსელების მოწყობა
  • გარე განათების სისტემის განახლება (70 ახალი ბოძი)
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის 6 მოსაცდელის მოწყობა

✅ რეაბილიტაციის პროცესში სრულად მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები – GWP-მა განაახლა წყალსადენი და წყალარინების ქსელი, ხოლო „ენერგოპრო ჯორჯიამ“ და „სოკარ ჯორჯია გაზმა“ შეცვალეს შესაბამისი საინჟინრო კომუნიკაციები.

💰 პროექტის ბიუჯეტი – 6,101,101 ლარია და იგი სრულად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

მოდებაძის ქუჩის რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ტრანსპორტის მოძრაობას, მოქალაქეთა ყოველდღიურ მობილობასა და საცხოვრებელი გარემოს ხარისხს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading