„აღმოაჩინე რუსთავის დიდი ისტორია“ — რუსთავში ახალი თაობა არქეოლოგიაში ერთვება

რუსთავის მერიამ წამოიწყო ახალი საგანმანათლებლო-კვლევითი პროექტი — „აღმოაჩინე რუსთავის დიდი ისტორია“, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობას ქალაქის ისტორიული მემკვიდრეობის შესწავლასა და პოპულარიზაციაში.

🧱 პროექტი გულისხმობს მოსწავლეთა მონაწილეობას რუსთავის არქეოლოგიურ ექსპედიციაში, რომელიც შუა საუკუნეების ციხე-ქალაქისა და სასახლის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
🔎 მე-12 კლასის მოსწავლეები, რომლებსაც სურს ისტორიისა და არქეოლოგიის სფეროში საკუთარი თავი მოსინჯონ, პროფესიონალებთან ერთად ერთვებიან ქალაქის უძველესი წარსულის კვლევის პროცესში.

👩‍💼 პროექტის პირველ დღეს არქეოლოგიურ სამუშაოებში რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე პირადად ჩაერთო.

🛡 ექსპედიცია მიმდინარე წლის ივლისიდან მიმდინარეობს და უკვე გაკეთდა არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა:
IX-XI საუკუნეების საყოფაცხოვრებო ნივთები
▪ იმავე პერიოდს განეკუთვნება უნიკალური მუზარადი და ისრის პირი, რომელიც საქართველოში პირველად რუსთავის სასახლის IV ოთახში იქნა აღმოჩენილი.

🏛 პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და მისი მიზანია:
✔ შუა საუკუნეების რუსთავის სასახლისა და ციხე-ქალაქის სრულყოფილი კვლევა
✔ მემკვიდრეობის კონსერვაცია და რესტავრაცია

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading