სადახლოს მონაკვეთზე საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის 4 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, წითელი ხიდის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სადახლოს“ დასაცავ მონაკვეთზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად და უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს ოთხი უცხო ქვეყნის მოქალაქე.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით გადმოკვეთეს.
🔍 გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.