ლოცვა რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ახალი სტილით 4 დეკემბერს აღნიშნავს (21 ნოემბერი). იგი შესულია ეკლესიის მიერ დადგენილ 12 დიდ დღესასწაულთა რიცხვში.

ტროპარი

დღეს განგებულებისა ღმრთისა დასაბამი არს, და საუკუნითგან საიდუმლოსა მის აღსრულებისა დაწყება, რამეთუ ტაძარსა შინა ღმრთისასა ქალწული დაემკვიდრების, და ქრისტესა ყოველთა გვახარებს, ამას უღაღადოთ ხმა-მაღლად: გიხაროდენ განგებულებისა ღმრთისა აღსასრულო.

კონდაკი

ყოვლად-წმიდა ტაძარი მაცხოვრისა, მრავალ პატიოსანი იგი ქალწული, სამღუდელო საუნჯე დიდებისა ღმრთისა, დღეს შეიყვანების ტაძრად ღმრთისა, და მადლსა თანა შეიტანს სულისა წმიდისასა, რომელსა უგალობენ ანგელოსნი ღმრთისანი, რამეთუ ესე არს კარავი იგი ზეცათა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading