ქვემო ქართლში უკანონო ხე-ტყის მოპოვების ფაქტი ვიდეოხაფანგმა დააფიქსირა

ქვემო ქართლის სატყეო სამსახურმა ბოლნისი–დმანისის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა. ადგილობრივმა მკვიდრმა სახელმწიფო ტყეში უკანონოდ მოიპოვა დაახლოებით 5 კუბურ მეტრამდე რცხილას პირველი ხარისხის მორი.

სამართალდარღვევა დაფიქსირდა ტყეში განთავსებული ვიდეოხაფანგით, რის შემდეგაც სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიული რეაგირება მოახდინეს. ავტომანქანა დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია დმანისის „საქმიან ეზოში“.

საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, მასალები საგამოძიებო უწყებას გადაეგზავნა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს განცხადებით, უკანონო ტყეთუმეთის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტულია – სახელმწიფო ტყეში კონტროლი ხორციელდება 750 ფოტოხაფანგით, ასევე დრონებისა და სამხრე კამერების საშუალებით.

ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო– ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading