სასაზღვრო პოლიციამ თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით საზღვრის უკანონო გადმოკვეთის ფაქტზე ორი პიროვნება დააკავა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ახალციხის სამმართველოს „ჭარალის“ სექტორზე ორი პირი – 1999 წელს დაბადებული ს.ხ. და 1987 წელს დაბადებული ე.მ. – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თურქეთის ტერიტორიიდან საქართველოს მიმართულებით სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო-საკონტროლო პუნქტის გვერდის ავლით გადმოკვეთეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading