ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სდხდომაზე , რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე უძღვებოდა , წარმომადგელობითმა ორგანომ მხარი დაუჭირა მიმდინარე წელს სოფლის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
საკრებულოს წარედგინა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები (სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში) მოსაწონებლად.
თავმჯდომარის თქმით, პრიორიტეტები მოსახლეობასთან შეთანხმებით განისაზღვრა და მიზნად ისახავს მათი ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილებასა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება რამდენიმე ათეულ სოფელში. სამუშაოები მოიცავს გარე განათების მოწყობა-გაფართოებას, გზებისა და ხიდების რეაბილიტაციას, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწესრიგებას, სკვერების, სტადიონებისა და სოციალური ობიექტების მოწყობას და სასაფლაოების კეთილმოწყობას.
2026 წელს ბოლნის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 714 ათასი ლარია გამოყოფილი.