შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს: ერთი – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ხოლო მეორე -საბაჟო გამშვებ პუნქტ სარფზე.

პოლიციამ ბრალდებულების პირადი და ხელბარგის შემოწმებისას ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება. ასევე, ერთ-ერთი პირის ავტომობილში, სპეციალური სკანერის საშუალებით, მალულად განთავსებული 247 აბი „სუბოქსინი“ აღმოაჩინეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading