შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში 4 არასრულწლოვანი დააკავა

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით ჩადიოდნენ ძარცვას, ქურდობასა და კომპიუტერული მონაცემის ხელყოფას. ისინი თბილისში მდებარე მაღაზიებსა და აფთიაქებს ძარცვავდნენ და სხვადასხვა ღირებულების ნივთებსა და თანხას ეუფლებოდნენ.

დადგენილია, რომ მათ მიერ ჩადენილი ქმედებების შედეგად სავაჭრო ობიექტებს დაახლოებით 30 000 ლარამდე ზარალი მიადგა. ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა ასევე გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის საბანკო ბარათებს უკანონოდ იყენებდა.

სამართალდამცველებმა ოთხივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით, რაც 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading