თეთრიწყაროში უფასო სამედიცინო სკრინინგის აქცია ჩატარდა
აქციის ფარგლებში მოქალაქეებს ჩაუტარდათ სხვადასხვა კვლევა, მათ შორის ძუძუს კიბოს სკრინინგი, ასევე B და C ჰეპატიტებზე, აივ/შიდსსა და არტერიულ ჰიპერტენზიაზე ტესტირება.
ინიციატივა განხორციელდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი-ის ორგანიზებით და მიზნად ისახავდა დაავადებების ადრეულ გამოვლენასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.