მარნეულის ბიბლიოთეკას წიგნის საერთაშორისო დღეს მოსწავლეები ესტუმრნენ
წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკას მაარიფის ინტერნაციონალური სკოლის მარნეულის ფილიალის მოსწავლეები ეწვივნენ
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა ბიბლიოთეკა დაათვალიერეს, გაეცნენ სარგებლობის წესებს და წიგნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
სტუმრობის დასასრულს მოსწავლეებმა ერთმანეთს წიგნები საჩუქრად გადასცეს, რაც კითხვის პოპულარიზაციას ემსახურება.