მარნეულში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი გამწვანების აქცია გაიმართა
დედამიწის დღისადმი მიძღვნილი გამწვანების აქცია მარნეულის მერიისა და ახალგაზრდული საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მერმა დაურ ისმაილოვი მერიის თანამშრომლებთან ერთად.
გამწვანების პროცესში ჩაერთნენ სხვადასხვა სოფლის საჯარო სკოლების მოსწავლეები. აქციის ფარგლებში, რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის თამარისის ეკლესიის ეზოში და ქალაქის ცენტრალურ უბნებში, ჯამში 45 ნერგი დაირგო.
ინიციატივის მიზანია გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობის გაზრდა და საზოგადოების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა.