„ახალგაზრდა კრეატიული მოხალისე კულტურის ცენტრში“ – ახალი პროექტი მარნეულში
24 აპრილს, მარნეულის ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში კულტურის ცენტრის ახალი ინიციატივის – „ახალგაზრდა კრეატიული მოხალისე კულტურის ცენტრში“ პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას კულტურულ საქმიანობაში და მათი კრეატიული უნარების განვითარებას.