შსს-მ არალეგალი მიგრანტების წინააღმდეგ მასშტაბური ღონისძიებები ჩაატარა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლი განახორციელეს, რის შედეგადაც 55 უცხოელი არალეგალი დააკავეს.
დაკავებულთა შორის არიან რუსეთის, უზბეკეთის, თურქეთის, ბელორუსის, ყირგიზეთის, აზერბაიჯანის, იორდანიის, კოტ-დივუარის, ბანგლადეშის, თურქმენეთისა და პაკისტანის მოქალაქეები.
შემოწმდა სხვადასხვა ლოკაცია და ობიექტი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ აღნიშნული პირები საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდნენ.
დაკავებულები ამჟამად მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში არიან მოთავსებული და მიმდინარეობს მათი ქვეყნიდან გაძევების პროცედურები.