შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფური ყაჩაღობის საქმეზე ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, 25 აპრილს, გვიან ღამით, შეიარაღებული პირები მარტვილის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ მოქალაქეს თავს დაესხნენ და იარაღის მუქარით დიდი ოდენობით თანხა გასტაცეს.
სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს, ხოლო ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ნაძარცვი თანხის ნაწილი.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთმა პირმა დანაშაულის შესახებ იცოდა, თუმცა პოლიციას არ შეატყობინა.
დამნაშავეების სხვა თანამზრახველების დაკავების მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.