შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა ნარკოდანაშაულში ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქე დააკავეს
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ერთობლივი ოპერაციის შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 1992 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე ჰ.დ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის ხელბარგის შემოწმებისას ბავშვის ხელოვნური საკვების თუნუქის ქილებში დაფარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები აღმოაჩინეს. ამოღებულია:
- 760 გრამზე მეტი „MDMA“
- 762 გრამი „კლეფედრონი“
- 500 გრამზე მეტი „კეტამინი“
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით გრძელდება, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.