დღეს მართმადიდებლური ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დოს. ნათლისღება ერთ-ერთია შვიდთაგანი წმინდა…

წაიკითხეთ მეტი

გილოცავთ! 14 იანვარი – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის „შენ ხარ ვენახი“ ხსენების დღე 🙏

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის „შენ ხარ ვენახის“ ხსენების დღეს აღნიშნავს. მორწმუნეები ღვთისმშობლის მადლსა და დაცვას სთხოვენ საკუთარ ოჯახებს და მთლიანად საქართველოს. ტროპარი:“შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული;მორჩი კეთილი, ედემს შინა ნერგული;ალვა სუნნელი, სამოთხეს აღმოსრული;ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებულიდა თავით თვისით მზე ხარ განბრწყინებული.”

წაიკითხეთ მეტი

14 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ბასილი დიდის ხსენებას აღნიშნავს

წმინდა ბასილი დიდი IV საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მამაა, კაბადოკიის კესარიაში დაბადებული, გამორჩეული სარწმუნოებით, განათლებითა და მოღვაწეობით. მან უარი თქვა სიმდიდრეზე, ცხოვრება ღმერთსა და ადამიანთა მსახურებას მიუძღვნა და მართლმადიდებლობის დაცვაში უშიშრად დაუპირისპირდა არიანობასა და იმპერატორ ვალენტის ზეწოლას. მისი სიმტკიცე, თავმდაბლობა და რწმენისადმი ერთგულება დღემდე რჩება ქრისტიანული ცხოვრების მაგალითად.

წაიკითხეთ მეტი

8 იანვარი – ქრისტეშობის შემდგომი დღესასწაული, კრება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა

ქრისტეშობის შემდგომ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებული მადლიერებითა და მოწიწებით აღნიშნავს კრებას ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა. ამ დღეს ეკლესია თავის ერთგულ შვილებს მოუწოდებს „ტარიგისა და მწყემსის დედის“, „სამოთხის ბჭეთა განმღებელის“ – ყოვლადწმიდა ქალწული მარიამის განდიდებისკენ. სწორედ ამიტომ ეწოდება ამ დღესასწაულს „კრება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა“ — რადგან მორწმუნეები ერთიანდებიან ღმრთისმშობლისადმი მადლიერების, სიყვარულისა და თაყვანისცემის გამოსახატავად, მის განსაკუთრებულ როლზე ფიქრით კაცობრიობის…

წაიკითხეთ მეტი

ლოცვა, რომელიც შობის ღამეს უნდა წავიკითხოთ

 შობამან შენმან ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკულავსა მსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანის-ცემაჲ შენი, მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, უფალო დიდება შენდა!”  დაუჯდომელი საგალობელი უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობისა: ტროპარი შობამან შენმან, ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკულავსა მსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანის-ცემაჲ შენი. მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულში 7 იანვარს ტრადიციული ალილოს მსვლელობა გაიმართება ✨

ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 7 იანვარს მარნეულში ტრადიციული ალილოს მსვლელობა მოეწყობა. მსვლელობა 12:00 საათზე დაიწყება წმინდა დავით აღმაშენებლის საკათედრო ტაძრიდან.

წაიკითხეთ მეტი

4 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მოწამე ანასტასიას ხსენების დღეს აღნიშნავს

დიდმოწამე ანასტასიას მამა წარმართი იყო, დედა – ფარული ქრისტიანი. ყრმა ანასტასია აღსაზრდელად ცნობილ ბრძენკაცს – ქრისოგონს მიაბარეს. მოძღვარმა სხვადასხვა სათნოებისა და მეცნიერებებთან ერთად ქრისტიანული სარწმუნოების სიყვარული დანერგა წმინდა ანასტასიას გულში. ანასტასია სიყმაწვილეშივე ეზიარა მწუხარებას: მას დედა ადრე გარდაეცვალა, მამამ კი, საკუთარი ნების წინააღმდეგ, მდიდარ და დიდებულ, მაგრამ ურჯულო და გულსასტიკ რომაელს – პომპლიუსს მიათხოვა. წმიდანმა…

წაიკითხეთ მეტი

დღეს, 4 იანვარს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს დაბადების დღეა. მას 93 წელი შეუსრულდა

ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. 1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს…

წაიკითხეთ მეტი

🕊️ 25 დეკემბერი – ქრისტიანთა ნაწილი შობის დღესასწაულს აღნიშნავს

დღეს, 25 დეკემბერს, კათოლიკეები, პროტესტანტები და მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილი, მათ შორის კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის, ალექსანდრიის, კვიპროსის, ბულგარეთის, რუმინეთის, ელადის და უკრაინის ეკლესიები, გრიგორიანული კალენდრის მიხედვით მაცხოვრის შობას აღნიშნავენ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები შობის დღესასწაულს იუნიუსის (იულიუსის) კალენდრის მიხედვით, 7 იანვარს აღნიშნავენ. ქრისტიანების მიერ შობის აღნიშვნა მე-4 საუკუნიდან იღებს სათავეს. არსებობს ვარაუდი, რომ 25…

წაიკითხეთ მეტი

🌟 22 დეკემბერი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის – ,,მოულოდნელი სიხარულის” დღესასწაულია

22 დეკემბერი მართლმადიდებელ ქრისტიანობაში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის „მოულოდნელი სიხარული“ დღედ აღინიშნება. ეს ხატი განსაკუთრებით ცნობილია თავისი სასწაულებრივი ძალით – ის ცოდვილებს, საშინელი გზისკენ მიმავალთაც კი, სინანულსა და ღვთიურ სიხარულს აჩენს.

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »