გიორგი შინჯიკაშვილმა სარჩელით მიმართა ბოლნისის სასამართლოს მეუფე გიორგი (ლერი) ჯამდელიანის წინააღმდეგ, მისი მხრიდან საჯაროდ გავრცელებული განცხადებების გამო

2025 წლის სექტემბერში, საკუთარი კანონიერი ინტერესების დასაცავად, გიორგი შინჯიკაშვილმა სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსის – გიორგი (ლერი) ჯამდელიანის წინააღმდეგ.

სარჩელის საფუძველი გახდა ეპისკოპოსის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები, სადაც გიორგი შინჯიკაშვილი მოხსენიებული იყო როგორც „გამცემელი და გამყიდველი“, რომელიც თითქოს მეუფის წინააღმდეგ მკვლელობის მომზადებაში მონაწილეობდა.

  • 1. „ის არის გამყიდველი ვითარცა იუდა და გამცემელი, რომელიც ამზადებდა ჩემს მკვლელობას, ჩემს ლიკვიდაციას“.
  • 2. „ერთი წლის განმავლობაში ამუშავებდნენ და ეუბნებოდნენ მას, რომ ან უნდა ჩაუყარო საჭმელში საწამლავი ან მოგცემთ და მოუსმევ ხელზე და ერთ საათში ის აღარ იქნება“.
  • 3. „გ. შინჯიკაშვილმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლით აიძულა დედაო გამხდარიყო მისი აგენტი საბოლოოდ კი მისგან მოითხოვდა მეუფის მოწამვლას“.
  • 4. „გიორგი შინჯიკაშვილმა ხელი შეუშალა მარნეულში საკათედრო ტაძრის მშენებლობას“.
  • 5. „გიორგი შინჯიკაშვილს…. გააჩნია უამრავი… უკანონო ბიზნესი რითაც დიდ ფულს შოულობს და სწორედ საკათედრო ტაძრისთვის გათვალისწინებული მიწაც მას სჭირდებოდა კორპუსების მშენებლობისთბის“.
  • 6. „გ. შინჯიკაშვილს ჰყავს დაქირავებული ბოტები და ტროლები რომლის მეშვეობით მიმდინარეობს სოციალურ ქსელში მეუფეზე დეზინფორმაციის გავრცელება და ანტი პროპაგნადა“.

შინჯიკაშვილის განცხადებით, აღნიშნული ბრალდებები იყო ცილისწამება, რომელმაც შელახა მისი პატივი და ღირსება. შესაბამისად, მან სასამართლოს სთხოვა, დაევალებინა მეუფე გიორგი ჯამდელიანისთვის საჯაროდ გამოექვეყნებინა უარყოფა და ეღიარებინა, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.

2025 წლის 27 ოქტომბერს სასამართლოსთვის წარდგენილ შესაგებელში მეუფე ჯამდელიანმა უარყო, რომ მის ქადაგებებში ან სატელევიზიო გამოსვლებში იგულისხმებოდა გიორგი შინჯიკაშვილი. მისი თქმით, ქადაგება ზოგად ხასიათს ატარებდა და კონკრეტულ პირზე მითითება არ ყოფილა.

ასევე, მეუფემ განმარტა, რომ შინჯიკაშვილისთვის ზიარების აკრძალვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არანაირად არ უკავშირდება აღნიშნულ დავას და ეს იყო ეკლესიის შიდა საკითხი.

შესაბამისად, მეუფე ჯამდელიანის პოზიციის მიხედვით, არ არსებობს რაიმე კავშირი მის განცხადებებსა და გიორგი შინჯიკაშვილს შორის.

  • გიორგი შინჯიკაშვილი კი სოციალურ ქსელში წერს, რომ მეუფემ ფაქტობრივად უარყო მისი მიმართ ნებისმიერი ბრალდება და ამით დადასტურდა, რომ ის არასოდეს ყოფილა იმ მოვლენებთან დაკავშირებული, რომელზეც ეპისკოპოსი ადრე საუბრობდა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading