საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ლევან ბერიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ქალაქ კალამატაში

2025 წლის 27-28 თებერვალს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ლევან ბერიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ქალაქ კალამატაში, სადაც შეხვედრა გამართა ქალაქ კალამატას მერთან, ათანასიოს ვასილოპულოსთან და მონაწილეობა მიიღო დიასპორული ორგანიზაციის ,,პონტო’’ მიერ წარმოდგენილ ყოველწლიურ შეკრებაში, რომელსაც სამასამდე სათვისტომოს წარმომადგენელი ესწრებოდა.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ კალამატაში, 2 ათწლეულზე მეტია არსებობს ქართულ-ბერძნული დიასპორული ორგანიზაცია ,,პონტო’’, რომელიც ჩამოაყალიბა და დღემდე წარმატებით ხელმღვანელობს ქალბატონი თინა კაკაბლიშვილი. ორგანიზაციის მიერ გამართულ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, საქართველოს ელჩმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საელჩოს პრიორიტეტები გააცნო. ღონისძიების ფარგლებში, ორგანიზაციის ხელმძღვანელს, თინა კაკაბლიშვილს გაწეული საქმიანობისთვის, საელჩოს სახელით, სამადლობელო სიგელი გადაეცა.

ვიზიტი, ასევე, ითვალისწინებდა საკონსულო ოლქის შემოვლას. საქართველოს მოქალაქეებს მომსახურება ადგილზე გაუწია საელჩოს საკონსულომ, კონსულის, მამუკა ჯამბაზიშვილის ხელმძღვანელობით.

კალამატას მერთან შეხვედრისას, მხარეებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებისა და კალამატას შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს, მათ შორის, ქართული კულტურის უკეთესად გაცნობის მიზნით, კალამატაში არსებული დიასპორის რესურსის გამოყენებას გაესვა ხაზი.

Diplomatic Representations of Georgia / საქართველოს დიპლომატიური მისიები

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading