რუსთავში თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რუსთავში თბილისის ქუჩაზე დიდი რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის პირველ ეტაპზე განახლდება ავარიული კორპუსები და მოეწყობა ახალი რეკრეაციული სივრცე შუაგამყოფში – საფეხმავლო ბილიკებით, დასასვენებელი ზონებით, გარე განათებით და სარწყავი სისტემით.
სამუშაოებს პირადად გაეცნენ მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი. ამ ეტაპზე რეაბილიტაცია უტარდება N4, N16 და N20 კორპუსებს, თუმცა პროექტი გაგრძელდება და მომავალშიც სხვა ავარიულ შენობებსაც მოიცავს.


პროექტის საერთო ღირებულება 6.5 მილიონი ლარია, პირველი ეტაპი კი 3.28 მილიონი ლარით ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან.