დმანისში ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი და ხელოვნურსაფარიანი სტადიონი აშენდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ დმანისში ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების საფეხბურთო მოედანი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, გუნდებისა და მსაჯების ოთახები, გასახდელები, საშხაპეები და ტექნიკური სათავსოები.

ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დმანისში ფეხბურთის განვითარებას, ახალგაზრდებისთვის თანამედროვე სავარჯიშო გარემოს შექმნასა და მუნიციპალიტეტში სპორტული ცხოვრების კიდევ უფრო გააქტიურებას.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading