გარდაბანში ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი და ხელოვნურსაფარიანი სტადიონი აშენდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ გარდაბანში ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების საფეხბურთო მოედანი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, გუნდებისა და მსაჯების ოთახები, გასახდელები, საშხაპეები და ტექნიკური სათავსოები.

ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს გარდაბანში ფეხბურთის განვითარებას, ახალგაზრდებისთვის სპორტული გარემოს გაუმჯობესებასა და ადგილობრივი სპორტული ცხოვრების გაძლიერებას.

მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ ქვეყნის მასშტაბით მსგავსი სპორტული კომპლექსების მშენებლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading