ბათუმში გამართულ სპორტული აკრობატიკის ტურნირზე მარნეულელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს

2026 წლის 6–8 ივლისს ბათუმმა „თენგიზ ბოლქვაძის სახელობის ტურნირს სპორტულ აკრობატიკაში“ უმასპინძლა. შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის სპორტული აკრობატიკის გოგონათა გუნდმა, რომელმაც წარმატებით იასპარეზა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საპრიზო ადგილები შემდეგმა სპორტსმენებმა დაიკავეს:

🥉 მოზარდთა პირველი თანრიგი – გოგონათა სამეული (III ადგილი):
ვუსალა დალივალოვა, სემა ჯაფარლი და ელენე გიორგაძე.

🥉 მოზრდილთა მესამე თანრიგი – გოგონათა სამეული (III ადგილი):
ნათია ოგანეზოვა, ანამარია ოგანეზოვა და სინაი ალიევა.

🥉 მოზრდილთა მესამე თანრიგი – გოგონათა წყვილი (III ადგილი):
ანასტასია ისიანი და ანანო ლონდარეშვილი.

სპორტსმენებს ტურნირისთვის პირადი მწვრთნელები – ინესსა როდინა და ალინა აბდულხალიმოვა ამზადებდნენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading