გილოცავთ წმინდა ეფრემ ასურის ხსენების დღეს 🙏
10 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ეფრემ ასურის ხსენების დღეს აღნიშნავს.
„ჰე, უფალო, მომანიჭე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა…“
მთელი დიდი მარხვის განმავლობაში იკითხება და თითოეული მორწმუნისთვის განსაკუთრებულ სულიერ მნიშვნელობას ატარებს.
წმინდა ეფრემ ასურს ეკუთვნის მრავალი ლოცვა და საგალობელი. განსაკუთრებით ცნობილია მისი ლოცვები წმინდა სამების, ძე ღვთისას და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ, ასევე საგალობლები თორმეტი საუფლო დღესასწაულის განსადიდებლად.
წმინდა ეფრემის ლოცვით უფალმა მოგვმადლოს ხედვა და განცდაი თვისთა ცოდვათა, და არა განკითხვა ძმათა ჩვენთა. ამინ.
მისი წმინდა ლოცვით ღმერთმა მოგვანიჭოს ჭეშმარიტი სინანული, სიმდაბლე და სულიერი სიმტკიცე.