ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, ბოლნელ მთავარეპისკოპოს ეფრემს მფარველი წმინდანის ხსენების დღეს ულოცავს

,,ჩვენი ეპარქიის წინამძღვარს, მაღალყოვლადუსამღვდელოეს ბოლნელ მთავარეპისკოპოს ეფრემს, გულითადად ვულოცავ ანგელოზის დღეს!

2006 წელს მეუფე ეფრემმა ქრისტეს, ადამიანისა და სამშობლოს განუზომელი სიყვარულით იტვირთა ბოლნისის ეპარქიის წინამძღოლობა. მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ჩვენს ეპარქიაში სარწმუნოების განმტკიცებასა და მართლმადიდებლური აზროვნების განვითარებაში. მეუფე ეფრემის მოღვაწეობა სწორედ ქრისტიანულ ღირებულებებსა და ეროვნულ ფასეულობებს ეფუძნება და სამაგალითოა თითოეული ჩვენგანისთვის. მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩვენი ეპარქიის წინამძღვარს ეკლესიისა და ერის წინაშე მრავალწლიანი თავდადებული და ერთგული მსახურებისთვის.

კიდევ ერთხელ ვულოცავ მეუფე ეფრემს მფარველი წმინდანის ხსენების დღეს! ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ბოლნისისა და სრულიად საქართველოს საკეთილდღეოდ!”-ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading