რომელ ბიზნესმენებს შეხვდა კობახიძე
დღეს, 23 დეკემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. ბიზნსების დიდი ნაწილი მხარს უჭერს თბილისში მიმდინარე აქციებს.
მეორე ნაწილი მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას და არ სურს ხელახალი არჩევნების ჩატარება.
კობახიძესთან შეხვედრაზე ათეულობით ბიზნესმენი მივიდა. მათ შორის იყვნენ:
თემურ კოხოძე – „თეგეტა ჰოლდინგის“ თანადამფუძნებელი;
ირაკლი გილაური – „საქართველოს კაპიტალის“ აღმასრულებელი დირექტორი;
ზაზა ნიშნიანიძე – „მეიდან ჯგუფის“ თანადამფუძნებელი;
არჩილ გაჩეჩილაძე – “საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორი;
ლაშა იორდანიშვილი – „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი;
თამაზ გაიაშვილი – „ჯორჯიან ეარვეისის“ ხელმძღვანელი;
ზურაბ ჩხაიძე – KTW ჯგუფის დამფუძნებელი, შპს კახური ტრადიციული მეღვინეობის მფლობელი;
ლაშა პაპაშვილი – „ყვარლის ბაგის“ (რძის მწარმოებელი კომპანიის) დამფუძნებელი;
ირაკლი რუხაძე – „ლიბერთი ბანკის“ მეწილე, ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი;
ტარიელ ხეჩიკაშვილი – „იბერია ბიზნეს ჯგუფის“ მეწილე;
ილია წულაია – „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელი;
ირაკლი ბურდილაძე – „თეთრი კვადრატის“ დამფუძნებელი;
მინდია საბანაძე – „აიჯი დეველოპმენტის“ დამფუძნებელი;
ნოშიკო ნამორაძე – „ვრ ჰოლდინგის“ დამფუძნებელი;
ნინა კობახიძე – კლინიკების ქსელ „ჯეო ჰოსპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;
თეა ზაქარიაძე – „ტავ ჯორჯიას“ მენეჯერი;
ნათია ცაბუტაშვილი – „მედ დიაგნოსტიკის“ დამფუძნებელი.
ირაკლი იაშვილი – „ისთ გეით გრუპის“ თანადამფუძნებელი;
ბესო ორთოიძე – „არსის“ გენერალური დირექტორი;
გიორგი მარგველაშვილი – „თბილღვინოს“ მეწილე;
ბექა ბექაია – „ნუტრიმაქსის“ მმართველი.
ბიზნესმენების სიას რადიო თავისუფლება აქვეყნებს.