,,12 წელია დაისვენა ქვეყანამ”-ნოშიკო ნამორაძე
12 წელია დაისვენა ქვეყანამ, არც ომში ხარ და არც უკრაინის სიტუაცია არ გვაქვს – ამ ქვეყნის აწიოკება გინდა? არ გამოგივა! – ასე მიმართა “VR ჰოლდინგის” დამფუძნებელმა, ნოშიკო ნამორაძემ ჟურნალისტს პრემიერ-მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრის დაწყებამდე.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ კი პრემიერთან შეხვედრამდე განაცხადა, რომ ქვეყანას და ბიზნესს სიმშვიდე და სტაბილურობა სჭირდება.”
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ხვდება. კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და პრემიერს შორის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.