თბილისში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე ა.პ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა თბილისში დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს 30 შეკვრა სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება – „გამომშრალი მარიხუანა“.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 19-260-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.